ჩახნაშვილის მოსამართლეობა აბსურდია, ის რეჟიმს ემსახურება -  ხატია დეკანოიძე ჩახნაშვილის მოსამართლეობა აბსურდია, ის რეჟიმს ემსახურება - ხატია დეკანოიძე />


  17:19:52     13-04-2021

ჩახნაშვილის მოსამართლეობა აბსურდია, ის რეჟიმს ემსახურება - ხატია დეკანოიძე

1618320087xatia.jpg

 "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი ხატია დეკანოიძე, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ნიკა მელია პატიმრობაში რჩება.

"ამ შენობაში არანაირი სამართლებრივი გადაწყვეტილება აღარ მიიღება. ფაქტია, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, პროპაგანდა და მათ შორის, "ქართული ოცნების" პროპაგანდა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოტყუება, რომ გირაო გადაიხადოს ნიკამ და გარეთ გამოვა, ახლა დაადასტურეს, რამდენად სიყალბე და ფარისევლობა იყო. პროკურორი ამბობდა, გირაო გადაიხადოს და გამოვაო, ახლა კი პირდაპირ პატიმრობით შევიდა პროკურატურა, ესაა იმის დასტური, რომ "ქართულ ოცნებასთან" არავითარ მოლაპარაკებას ან რაციონალურ საუბარს აზრი არ აქვს", - ამბობს დეკანოიძე.


ავტორი: პრესა.ჯი