"ეს თემა მთავრობას შეიწირავს" - გუმათში აქცია დაიწყო "ეს თემა მთავრობას შეიწირავს" - გუმათში აქცია დაიწყო /> "/> " />


  17:13:21     13-04-2021

"ეს თემა მთავრობას შეიწირავს" - გუმათში აქცია დაიწყო

1618319759aqcia.png

სოფელ გუმათში რიონის ხეობის მცველების აქცია დაიწყო. აქციის პარალელურად ადგილზე სამართალდამცველების მობილიზებაა. ხელისუფლებამ გზა ნამოხვანისკენ, მომიტინგეებს რკინის ჯებირებით და სპეცრაზმის კორდონით გადაუკეტა.

აქტივისტები ამბობენ, რომ წინააღმდეგობის მიუხედავად მათი პროტესტი მანამ გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

 "ჩვენი მხარდამჭერები დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ამ მთავრობას ეს თემა შეიწირავს. გაუქმდეს ის ხელშეკრულება, რომელიც დაიდო, ეს არის კაბალური ხელშეკრულება პირველ რიგში, ჩვენ მოსახლეობა გამოსული ვართ იმისთვის, რომ ეს მოვიდეს მთავრობის ყურამდე, პრემიერმინისტრიდან დაწყებული. ყურადღების ქვეშ აიყვანონ ეს ყველაფერი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ თემას გავიტანთ ბოლომდე. მარტო ვინც ვდგევართ ისინი კი არა, მთელი ერი დადგება ფეხზე",- თქვა ერთ-ერთმა აქტივისტმა.


ავტორი: პრესა.ჯი