ხელისუფლებას არ ეყო გამბედაობა სტაბილურობა უფრო მაღლა დაეყენებინა, ვიდრე დეტალები - ზურაბიშვილი ხელისუფლებას არ ეყო გამბედაობა სტაბილურობა უფრო მაღლა დაეყენებინა, ვიდრე დეტალები - ზურაბიშვილი />


  14:30:08     09-04-2021

ხელისუფლებას არ ეყო გამბედაობა სტაბილურობა უფრო მაღლა დაეყენებინა, ვიდრე დეტალები - ზურაბიშვილი

1617964373salome.jpg

ვწუხვარ, რომ აქამდე ვერ შევძელით და ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას. ორივე მხარე დათმობაზე უნდა წასულიყო, როგორც გვკარნახობდა ევროკავშირის წარმომადგენელი. სამწუხაროდ, არც ერთ მხარეს არ ეყო კომპრომისის გზაზე გამბედაობა და ვიტყოდი, ვაჟკაცობა, - ამის შესახებ ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ხელისუფლებას არ ეყო გამბედაობა იმისთვის, რომ ქვეყნის სტაბილურობა და დემოკრატიული პროგრესი, ევროპის აქტიური მოკავშირეობა, უფრო მაღლა დაეყენებინა, ვიდრე ცალკეული "დეტალები". და იმედი მაქვს რომ ეს მოხდება".  - სალომე ზურაბიშვილი


ავტორი: პრესა.ჯი