12:20:54     09-04-2021
აშშ-ს ბევრი საფიქრალი აქვს, დიახ, საქართველო მსოფლიოს ცენტრი არ არის - ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი -
არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირი საქართველოს სანქციებს დაუწესებს, ვითარება უფრო ამას ჰგავს: „უბრალოდ, დავივიწოთ ეს“, - ისინი არც ტაჯიკეთზე ფიქრობენ“, - ამის შესახებ ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ტოომას ჰენდრიკ ილვესმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
„ასე არ ვფიქრობ, არ ვიცი. უნდა გესმოდეთ, რომ არც ისეთი მნიშვნელოვანი ხართ. დიახ, თქვენ არც ისე მნიშვნელოვანი ხართ. მომეცით ნება, დავაზუსტო: საქმე იმაშია, რომ თქვენ ყურადღების ცენტრში არ ხართ. ახლა ბევრი რამაა ყურადღების ცენტრში და საქართველო მათ შორის არ არის. როდესაც ვამბობ, რომ არც ისეთი მნიშვნელოვანი ხართ, ეს ნიშნავს, რომ მათგან ძალისხმევაა საჭირო: ”რა გავაკეთოთ?” არამედ ვითარება უფრო ამას ჰგავს: "უბრალოდ, დავივიწყოთ ეს". მხედველობაში მაქვს, რომ ისინი არც ტაჯიკეთზე ფიქრობენ. გსურთ, იყოთ ტაჯიკეთი? არა, მაგრამ ისე მოქმედება, როგორც ახლა ქვეყანა იქცევა, ამას იწვევს: "კარგი ერთი, ვის ადარდებს“, - აღნიშნა ილვესმა.