11:59:36     09-04-2021
გატაცებაზე ბრძანებას კვირიკაშვილი ივანიშვილის გარეშე ვერ გასცემდა - მუხთარლი
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. თუ გენერალური პროკურატურა ამჯერად შეძლებს, რომ შესაბამისი თარჯიმანი ნახოს, ჟურნალისტის გამოკითხვა შედგება.
"ვფიქრობ, რომ ჩემს გატაცებაზე ბრძანება კვირიკაშვილმა ნამდვილად გასცა, თუმცა ის ვერ იზამდა ამას ივანიშვილის ბრძანების გარეშე. მე მზად ვარ დღეს დაავასახელო ყველა იმ მაღალჩინოსნის გვარი ვინც მონაწილეობდა ჩემს საქმეში, თუმცა სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიების იმედი არ მაქვს", - თქვა აფგან მუხთარლიმ.