სპორტმშენი  გრძელდება- შექმენი შენი სპორტი და მიიღე მონაწილეობა ისტორიულ ჩემპიონატში სპორტმშენი გრძელდება- შექმენი შენი სპორტი და მიიღე მონაწილეობა ისტორიულ ჩემპიონატში />


  19:26:07     08-04-2021

სპორტმშენი გრძელდება- შექმენი შენი სპორტი და მიიღე მონაწილეობა ისტორიულ ჩემპიონატში

1617895680790x445 (2) (2) (1).jpg

სულ ცოტა ხნის წინ აჭარაბეთმა  წარადგინა ახალი პროექტი სპორტმშენი,რომელიც სპორტის მოყვარულებს აძლევს   უნიკალურ შანსს, რომგახდნენ პროექტის  მთავარი შემოქმედები და შექმნან ახალი სპორტი.

 პროექტში  ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ამისთვის შექმნილია სპეციალური ვებ-პლატფორმა www.sportmsheni.ge/ka, სადაც უნდა შეავსოთ აპლიკაცია და დეტალურად აღწეროთ თქვენს მიერ მოფიქრებული სპორტის იდეა და წესები. 

პროექტს ჰყავს სპეციალური ჟიური, რომელიც შეაფასებს კონკურსანტების იდეებს და გამოავლენს გამარჯვებულებს, რომლებსაც გადაეცემაფულადი პრიზები: 2,000₾, 5,000₾ და 10,000₾. და რაც მთავარია, საუკეთესო სპორტის სახეობაში პირველი ისტორიულიჩემპიონატიც გაიმართება. 

პროექტის ჟიურის წევრებმა გადაწყვიტეს  მონაწილეებისთვის ინსპირაციის მაგალითი გამხდარიყვნენ და  თვითონაც შეექმნათ  ისეთი ახალი სპორტის სახეობები როგორიცაა:

„გოლფიარდი“, „დრიფტბურთი“,“ბუშტფარიკაობა“,“დარცი სლექლაინზე“ და ა.შ.


ავტორი: R