ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა არ მისცეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა არ მისცეს />


  11:23:28     08-04-2021

ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა არ მისცეს

1617866749liko.jpg

„ნაციონალური მორაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას სასამართლო პროცესს, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე უნდა იმსჯელონ, არ დაესწრება.

როგორც მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა სასამართლო პროცესამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად დაცვის მხარის შუამდგომლობისა, მისი ინფორმაციით, მელიას პროცესზე დასწრების შესაძლებლობა არ აქვს.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეტაპირება არ განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ 6 აპრილს ვიშუამდგომლეთ სასამართლოსთან, რომ მას მისცემოდა დასწრების შესაძლებლობა ამ უმნიშვნელოვანეს სასამართლო პროცესზე, ჩვენი ინფორმაციით, ეტაპირება არ მოხდა და მელია სასამართლო სხდომას არ დაესწრება“,- განაცხადა კონდახიშვილმა.


ავტორი: presa.ge