10:41:44     08-04-2021
ოჯახური კონფლიქტის დროს წყნეთში შვილმა მამა მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაბა წყნეთში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1989 წელს დაბადებული დ.ფ დააკავეს.
გამოძიების თანახმად, დაკავებულმა, 6 აპრილს დაბა წყნეთში ოჯახური კონფლიქტის დროს, მამას 1961 წელს დაბადებულ გ.ფ-ს, ცემისას სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, სისხლის ლაქები გაწმინდა და სისხლიანი საოჯახო ნივთები გადამალა.
დაზიანებები შედეგად, დაშავებული კაცი საცხოვრელბელ სახლში, შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.