გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ზ.ხ.-ს მამა შეურაცხადად იქნა ცნობილი გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ზ.ხ.-ს მამა შეურაცხადად იქნა ცნობილი />


  15:19:11     07-04-2021

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ზ.ხ.-ს მამა შეურაცხადად იქნა ცნობილი

1617794450zh.jpg

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მამა თამაზ ხომასურიძე შეურაცხადად იქნა ცნობილი.

აღნიშნული დასკვნის შედეგად, სახელმწიფო ბრალდება სასამართლოს თამაზ ხომასურიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართავს, რის შემდეგაც, მას იძულებით მკურნალობაზე აკადემიკოს ნანეიშვილის სახელობის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ, რომელიც ხონის რაიონის სოფელ ხუტირში მდებარეობს.

ცნობისთვის, თამაზ ხომასურიძეს ცრუ ჩვენების მიცემას, მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, მუქარასა და სასჯელაღსრულების დაწესებულების რეჟიმის ინსპექტორზე თავდასხმას ედავებიან.


ავტორი: presa.ge