შეწყდეს პოლიტიკური დევნა - მიმართვა აშშ-ის საელჩოს შეწყდეს პოლიტიკური დევნა - მიმართვა აშშ-ის საელჩოს />


  13:07:16     07-04-2021

შეწყდეს პოლიტიკური დევნა - მიმართვა აშშ-ის საელჩოს

1617786667kolm.jpg

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი, ნატალია ილიჩოვა, ასევე, ყოფილი პატიმრები, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე ამერიკის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს წერილით მიმართავენ.  ისინი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლებას მოითხოვენ. 

ყოფილმა პოლიტპატიმრებმა წერილი საელჩოში უკვე შეიტანეს. "პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს საქართველოში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ როგორც ბატონი მელია, ასევე, რურუა ესენი არიან პოლიტიკური დევნილები, ისევე, როგორც ჩვენ ვიყავით თავის დროზე. ეს არის მხოლოდ ფორმა, რომ ამერიკულმა მხარემ მოახდინოს საქართველოს მთავრობაზე, ძალისხმევა მიმართოს, რომ მთავრობა რაღაცნაირად ვაიძულოთ. ეს ვნებს ქვეყანას, ამიტომ, ეს მავნებლობა უნდა აღიკვეთოს", - თქვა ივერი მელაშვილმა.

აკაკი ხუსკივაძის განცხადებით, "გავრილოვის პატიმრები" რუსეთის დაკვეთის გამო არიან ციხეში და ის კურსი, რაც საქართველომ წლების წინ აიღო, დღევანდელი ხელისუფლება მას თავდაყირა აყენებს. 

"ჩვენ მივმართავ პრეზიდენტს ბაიდენს, რათა მან, როგორ დემოკრატიული სამყაროს ლიდერმა მოახდინოს გავლენა საქართველოში დემოკრატიულ პროცესებზე და ის ადამიანები, რომლებიც ბრალის გარეშე, სირცხვილიც კი არის, რომ ორივე პოლიტპატიმარი არიან გავრილოვის გამო დაკავებულები", - თქვა აკაკი კობალაძემ


ავტორი: პრესა.ჯი