მდინარე ენგურიდან მაშველებმა 3 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს მდინარე ენგურიდან მაშველებმა 3 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს />


  12:53:05     07-04-2021

მდინარე ენგურიდან მაშველებმა 3 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

1617785726lop.png

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, მდინარე ენგურიდან სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა 3 მოქალაქის ცხედარი ამოიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები ოკუპირებული გალიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარის გადმოცურვით ცდილობდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,მიმდინარეობს კიდევ ერთი ადამიანის ძებნის სამუშაობი.

უწყების განმარტებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლით მიმდინარეობს.


ავტორი: პრესა.ჯი