13:11:11     06-04-2021
"ვერ ვხვდებით რატომ წელავენ, ალბათ ვიღაცას აწყობს, რომ ასე გაიწელოს " - ეგი ბაქრაძის ბიძა
ახალციხეში გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახისა და ადვოკატების განცხადებით, საქმის გამოძიება მიზანმიმართულად ჭიანურდება, მეგი ბაქრაძის ბიძა, ტარიელ ჭანტურია, არ გამორიცხავს, რომ პროცესში სახელმწიფოს ინტერესები იკვეთებოდეს.
"ვერ ვხვდებით რატომ წელავენ, ალბათ ვიღაცას აწყობს, რომ ასე გაიწელოს [გამოძიება]. შეიძლება ვიღაცა მფარველობს კლინიკას, ან სახელმწიფოს არ აწყობს, რომ ეს ყველაფერი გამოიძიოს და ზუსტი პასუხი დადგეს", - ამბობს მეგი ბაქრაძის ბიძა,