23:49:27     05-04-2021
რა თქმა უნდა საქართველოში ისევ დავბრუნდები - პოზნერი
მე საერთოდ საპატიო კახელი ვარ და რა თქმა უნდა საქართველოში ისევ დავბრუნდები - ეს უპირობოა - აცხადებს პუტინის პროპაგანდისტი და საქართველოდან, პროტესტის შედეგად გაძევებული ვლადიმერ პოზნერი.
პოზნერმა მორიგი განცხადება თბილისიდან ნაადრევად წასვლისა და ჩაშლილი დაბადების დღის შესახებ საკუთარ ვებგვერდზე - pozneronline.ru -ზე გააკეთა და ამბობს, რომ ნაწყენი არ არის.
პოზნერის თქმით, ქართულმა ოპოზიციამ მისი ვიზიტი "გამოიყენა
":გაიხსენეს ჩემი 3 წლის წინანდელი გამონათქვამი აფხაზეთის შესახებ, რათა ხმა მოეწვდინათ ჩვენთვის ავტობუსზე კვერცხის დაშენით - როგორც ჩანს, ქათმის კვერცხები მათ საკმარისად აქვთ...მივიღე გამგზავრების გადაწყვეტილება - რატომ უნდა ჩამეგდო საფრთხეში მეგობრები, სულ მცირე.დავბრუნდით მოსკოვში და სრულიად მშვენივრად აღვნიშნეთ დაბადების დღე. თბილისის ეს გამოცდილება ძალიან დაგვეხმარა, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ. არავითარი წყენა საქართველოზე და ქართველებზე არ მაქვს, ამასთან, მე საპატიო კახელიც ვარ და მე, რა თქმა უნდა, კიდევ ჩავალ საქართველოში - ეს უპირობოა - ისეთი კვერცხის სროლის მოყვარულები, განსაკუთრებით, თუკი ამისთვის ფულს გიხდიან, ყველა ქვეყანაში არსებობენ და როგორც უკვე ვწერდი, ისინი ყურადღებას არ იმსახურებენ“, - წერს პოზნერი.
1 1