11:03:51     31-03-2021
დღეს საქართველოში COVID-19-ის 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 268
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 268 ადამიანი გამოჯანრთელდა, ხოლო 5გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 281 761
- გამოჯანმრთელებულია - 273 167
- გარდაცვლილია - 3 778
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 31 947 მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 20 364, PCR ტესტით - 11 583
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,93%, ბოლო 14 დღის - 1,74%, ბოლო 7 დღის - 1,61%
- კარანტინის რეჟიმში - 270
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1 674
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 261
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 616 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 319 შემთხვევა, აჭარა - 50, იმერეთი - 58, ქვემო ქართლი - 17, შიდა ქართლი - 35, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 61, კახეთი - 25, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 128 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 103 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,8 მილიონზე მეტი
0