კრისტიან დანიელსონი - მთავარია მოვაგვაროთ ისეთი პრობლემები, როგორიცაა საარჩევნო რეფორმა და მართლმსაჯულება კრისტიან დანიელსონი - მთავარია მოვაგვაროთ ისეთი პრობლემები, როგორიცაა საარჩევნო რეფორმა და მართლმსაჯულება />


  13:01:57     30-03-2021

კრისტიან დანიელსონი - მთავარია მოვაგვაროთ ისეთი პრობლემები, როგორიცაა საარჩევნო რეფორმა და მართლმსაჯულება

a103807b.jpg

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ხვალისთვის მისი დოკუმენტი მზად იქნება, რომელშიც შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი ყველა საკითხი იქნება განხილული.

,,არ მოელოდოთ ჩემგან დეტალებს, ხვალ დოკუმენტი მზად იქნება. საკითხები ისედაც ვიცით იმიტომ, რომ ეს იყო დატოვებული პრეზიდენტ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში. შორს რომ გავიხედოთ, ჩემი აზრით, მთავარია მოვაგვაროთ ისეთი პრობლემები, როგორიც არის საარჩევნო რეფორმა და მართლმსაჯულება. რა თქმა უნდა, სხვა საკითხებიც იქნება განხილული და ხვალ ჩვენ ამას წარვადგენთ“, - აღნიშნა კრისტიან დანიელსონმა.

0

ავტორი: