გიორგი შაქარშვილის საქმეზე მსჯავრდებულ სამ პირს ამნისტია შეეხო გიორგი შაქარშვილის საქმეზე მსჯავრდებულ სამ პირს ამნისტია შეეხო />


  10:26:22     26-03-2021

გიორგი შაქარშვილის საქმეზე მსჯავრდებულ სამ პირს ამნისტია შეეხო

a103790b.jpg

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ძალადობისა და სხეულის განზრახ მსუბუქად დაზიანების ეპიზოდზე სამ საბურთალოელს ამნისტია შეეხო. დღევანდელი სასამართლო პროცესის შემდეგ ირაკლი წაქაძის, საბა გოგშელიძისა და საბა ჩხარტიშვილს მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეწყდა.

სამივე მათგანი წინა სასამართლო სხდომის გადაწყვეტილებით გირაოთი გაათავისუფლეს. მათ ციხე დანაშაულის აღიარების შემდეგ დატოვეს.

ძალადობის ეპიზოდზე დაზარალებულის, ვახტანგ ჩიქოვანის ჩვენების შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ სამი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელი 2020 წლის 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა.

ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

მოგვიანებით კი გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება გადააკვალიფიცირა და არსებულ მუხლებს ყველაზე მძიმე, 109-ე მუხლი დაემატა, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განხორციელებულ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

0

ავტორი: