11:46:58     25-03-2021
მდინარის მიერ შექმნილ ხელოვნურ კუნძულზე 2 მწყემსი რჩება
გორის რაიონ სოფელ ქვახვრელში, მტკვრის მიერ გაჩენილ ხელოვნურ კუნძულზე 2 ადამიანი რჩება. თითქმის 24 საათია ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
ხელოვნურ კუნძულზე ჩარჩენილი 2 ადამიანი აცხადებს, რომ ადგილზე იქამდე დარჩებიან სანამ მათთან ერთად საქონლის გამოყვანა არ მოხერხდება. მათ ახლობლებს იმედი აქვთ, რომ დღის ბოლომდე წყლის დონე დაიწევს და მწყემსებს მტკვრის მეორე ნაპირზე გადმოიყვანენ.
"ველაპარაკე მწყემსებს წუხელ, გრილოდა მაგრამ არ სციოდათ. ორი მწყემსი იყო დარჩენილოი წყლის დონემ კარგად დაიწია, ნავები მოიტანეს, გადავალთ შეძლებისდაგვარად რასაც შევძლებთ, როგორმე გადმოვიყვანთ მეორე ნაპირზე. დაველოდებით წყლის დონის დაწევას, კარგად იკლებს და დღის ბოლოს მგონი გადმოვიყვანთ",
0