14:31:09     24-03-2021
წულუკიანმა კულტურის კოდექსის შექმნა დააანონსა

თეა წულუკიანმა კულტურის კოდექსის შექმნა დააანონსა. ახალმა მინისტრმა ეს დავალება მოადგილეებს უკვე მისცა. წულუკიანმა სწორედ დღეს დაასახელა მისი სამი მოადგილე - იოსებ ბაღათურია, კახა სიხარულიძე და სოსო გიორგაძე
"კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იქნება ბატონი იოსებ ბაღათურია. მაღალკვალიფიციური, გამოცდილი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია იურისპრუდენციაში, პრაქტიკოსი იურისტი. ისაა იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი, მას აქვს საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და სასამართლოში. ის იქნება კულტურის სამინისტროს საპარლამენტო მდივანი და სათავეში ჩაუდგება საქართველოს კულტურის კოდექსის შექმნას", - თეა წულუკიანი
0