უნიკალური მუზეუმი აშშ-ში უნიკალური მუზეუმი აშშ-ში />


  11:15:35     17-08-2011

უნიკალური მუზეუმი აშშ-ში

a9058.jpg

როდენის მუზეუმი ფილადელფიაში 1929 წლის 29 ნოემბერს გაიხსნა. მასში დაცულია ოგიუსტ როდენის განთქმული ნამუშევრები. მუზეუმის შესასვლელში მდებარეობს “ჯოჯოხეთის კარიბჭე”. ეს არის 5.5მ სიმაღლის ბრინჯაოს კარი, რომელიც თავდაპირველად შექმნილი იყო დეკორატიული ხელოვნების მუზეუმის შესავლელისათვის, რომელიც უნდა ყოფილიყო პარიზში, მაგრამ იდეა არ განხორციელდა.

როდენმა 1880 წლიდან თითქმის გარდაცვალებამდე (1917,) ამ კარიბჭისათვის 100-ზე მეტი სკულპტურა შექმნა. ერთ-ერთი ასეთი ფიგურა იყო “მოაზროვნე”, მაგრამ მოგვიანებით იგი დამოუკიდებელ სკულპტურად შეიქმნა. ფილადელფიის მუზეუმში წარმოდგენილი “ჯოჯოხეთის კარიბჭე” არის ერთ-ერთი იმ სამი კარიბჭიდან, რომელიც ჩამოისხა.

მუზეუმი წარმოადგენს თეატრისა და კინოს მაგნატის, ი. მასტმაუმის (1872-1926) საჩუქარს ქალაქ ფილადელფიისათვის. მასტმაუმი 1923 წლიდან აგროვებდა როდენის ნამუშევრებს, იმ მიზნით რომ მუზეუმი შეექმნა და გაემდიდრებინა თანამოქალაქეები. სამი წლის განმავლობაში მან თავი მოუყარა როდენის ნამუშევრების უმდიდრეს კოლექციას. სამწუხაროდ, ქველმოქმედი კოლექციონერი ვერ მოესწრო თავისი ოცნების ახდენას და მუზეუმის ხილვას. მისი ოცნება სისრულეში მისმა ცოლმა მოიყვანა და 1929 წლის 29 ნოემბერს მუზეუმი გაიხსნა.

0

ავტორი: