11:15:05     17-08-2011
მინიმალიზმი ხელოვნებაში
მინიმალიზმი (ასევე მინიმალური ხელოვნება) მიუთითებს ხელოვნებისა და დიზაინის სხვადასხვა ფორმების მიმდინარეობებზე, განსაკუთრებით, ვიზუალურ ხელოვნებასა და მუსიკაში, სადაც ნამუშევარს შემოცლილი აქვს სტრუქტურული დეტალები, მის ყველაზე უმარტივეს ფუნდამენტალურ საწყისებამდე. მინიმალიზმისთვის დამახასიათებელია განდგომა სუბიექტივიზმის, რეპრეზენტაციისა და ილუზიონიზმისაგან.
უარყოფენ რა კლასიკურ და ტრადიციული მხატვრულ მასალებს, თავიანთ ნამუშევრებში მინიმალისტები იყენებენ მარტივი გეომეტრიული ფორმისა და ნეიტრალური ფერების, მცირე მოცულობის საწარმოო და ბუნებრივ ობიექტებს. კონცენტრაცია ხდება მხოლოდ თვით ნამუშევარზე და მის განლაგებაზე სივრცეში, ყოველგვარი ქვეტექსტის ან დამატებითი მნიშვნელობის მინიჭების გარეშე. მხატვრის პირადი ხელწერა განზრახ არ იკვეთება. შესაბამისად, მინიმალისტური ნამუშევრები სამგანზომილებიანი არქიტექტურული სტრუქტურის ფორმას იღებს, უშუალო ზემოქმედებაში გარშემო მყოფ სივრცესთან, შუქთან და მაყურებელთან. ის უარყოფს ყოველგვარ მნიშვნელობას და ემოციას და მხოლოდ საკუთარ თავს წარმოადგენს.
მინიმალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან: კარლ ანდრე, დენ ფლავინი, დონალდ ჯუდი, სოლ ლიუიტი, ტობერტ მორისი, ფრენკ სტელა. მინიმალისტებზე გავლენა იქონიეს მარკ როჰკომ, ბერნეტ ნიუმანმა და მარსელ დიუშანმა. 0