ქართული აპლიკაცია, რომელიც სახლიდან მუშაობის საათებს აღრიცხავს - დამსაქმებლისა და დასაქმებულის ეფექტური თანამშრომლობა დისტანციურად და მინიმალური დანახარჯით ქართული აპლიკაცია, რომელიც სახლიდან მუშაობის საათებს აღრიცხავს - დამსაქმებლისა და დასაქმებულის ეფექტური თანამშრომლობა დისტანციურად და მინიმალური დანახარჯით />


  13:44:37     19-03-2021

ქართული აპლიკაცია, რომელიც სახლიდან მუშაობის საათებს აღრიცხავს - დამსაქმებლისა და დასაქმებულის ეფექტური თანამშრომლობა დისტანციურად და მინიმალური დანახარჯით

a103752.jpg

პირველი მარტიდან საქართველოს შრომის კოდექსში გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები შევიდა. ახალი რეგულაციის მიხედვით, ქვეყანაში ოპერირებადი თითოეული დამსაქმებელი ვალდებული ხდება, აღრიცხოს დასაქმებულთა სამუშაო საათები. 

სტანდარტულ სიტუაციაში ეს რეგულაცია ნაკლებრეზონანასული იქნებოდა, თუმცა პანდემიის ფონზე იგი საკმაოდ სერიოზული შეფერხების მიზეზად იქცა ქართული ბიზნესისთვის. მსოფლიოს გარშემო და, მათ შორის საქართველოშიც ბოლოდროინდელი საჭირო და გარდაუვალი ტენდენცია - სახლიდან მუშაობა ბევრ დამატებით საზრუნავს უჩენს ბიზნესს. გარდა იმისა, რომ დამსაქმებლის მხრიდან ასეთ პირობებში ხელმძღვანელობა გაორმაგებულ ძალისმხევას მოითხოვს, დისტანციურად მომუშავე თანამშრომელთა სამუშაო საათების აღრიცხვაში ქართული ბიზნესის გამოცდილება თითქმის ნულს უტოლდება.

ბუნებრივია, ანალოგიურ შეუსაბამობაში მოდის ახალ რეგულაციასთან ქართულ ბაზარზე არსებული ბიზნეს გამოსავლები, რომელიც ძირითადად ძვირადღირებულ ბიომეტრიულ აპარატურას (სკანერი, კამერა) მოიცავს. კერძოდ, ისინი ვერ უზრუნველყოფენ დასაქმებულის შვებულების ხანგრძლივობის, გაცდენებისა და მისი მიზეზების, თუ სხვა დეტალური ინფორმაციის აღრიცხვას. 

[I=2]ზემოხსენებული გამოწვევები ერთგვარი კატალიზატორი აღმოჩნდა Quick ID-ის გუნდისთვის, რომელმაც ქართულ ბიზნესს არათუ კონკრეტულ რეგულაციასთან თახვედრის, არამედ 50%ით მეტი ეფექტიანობისა და თანმიმდევრული განვითარების შესაძლებლობა მისცა. რაც მთავარია, დამსაქმებელი ამას დროის, ფინანსებისა და ძალისხმევის მინიმალური დანახარჯით მოახერხებს. 

Quick ID-ის გუნდის თქმით, მათი პროდუქტი დასაქმებულის სამუშაო საათებისა და მასთან დაკავშრებული სხვა დეტალების აღრიცხვას მარტივად უზრუნველყოფს, ახალ რეგულაციასთან სრულ შესაბამისობაში და ყველა არსებული გამოწვევის ფონზე. თუმცა თანამედროვე ტრენდებმა მათ აპლიკაციაში სხვა დამატებითი ფუნქციების ჩაშენებაც განაპირობა, ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ.

„Quick ID ყველაზე მოქნილი და ფუნქციური პროგრამაა, რითაც შეიძლება თქვენი ბიზნესი უზრუნველყოთ; ერთიორად გიმსუბუქებთ პერსონალის მართვასთან დაკავშირებულ სირთულეებს და მოთხოვნიდან 10 წუთში უკვე მისი გამოყენება შეგიძლიათ“, - გვეუბნება Quick ID-ის პროგრამული უზრუნველყოფის ხელმძღვანელი, გიორგი საზანდრიშვილი.

Quick ID-ის უპირატესობები ბიზნეს საქმიანობის მთავარ პრინციპებს ეფუძნება. უნდა ვაღიაროთ, რომ ქართულ რეალობაში ჩვენი ბიზნეს გამოწვევების სწრაფი გადაჭრით ნამდვილად არ ვართ განებივრებულნი. ამ შემთხვევაში კი თქვენ 10 წუთში პარალელურ რეჟიმში ახერხებთ თქვენი ბიზნესის ჩიხიდან გამოყვანასა და მისი მენეჯმენტის ახალ საფეხურზე აყვანას. 

Quick ID სრულად პროგრამული ბიზნეს გამოსავალია. იგი ღრუბლოვანი პლატფორმისა და მობილური აპლიკაციის ერთობლიობაა. აქედან გამომდინარე, მისი ფუნქციონირება ნულოვან ძალისხმევას მოითხოვს როგორც დანერგვის, ასევე გამოყენების თვალსაზრისით. ბუნებრივია, მისი დანერგვა არანაირ სამონტაჟო და ფიზიკური ტიპის ოპერაციებს არ მოითხოვს. ეს ასპექტი განსაკუთრებით დასაფასებელი იქნება იმ ბიზნესებისთვის, რომელთაც პერსონალის აღრიცხვის სხვა ალტერნატივებთან ჰქონია შეხება. თქვენს ნაწილს კარგად მოეხსენება ასეთი ბიომეტრიული აპარატურის საფასურიცა და, მის მონტაჟსა და გამოყენებასთან დაკავშირებული ტექნიკური სირთულეებიც.

ბიზნესის Quick ID-ის პლატფორმაზე დარეგისტრირების შემდეგ, დამსაქმებელს ნებისმიერი ლოკაციიდან მხოლოდ ინტერნეტ ბრაუზერის მეშვეობით შეუძლია საკუთარი პერსონალის სამუშაო საათების კონტროლი და მათთან აპლიკაციის მეშვეობით კონტაქტი. 

ადმინისტრირებას ძალზე აიოლებს მარტივი მართვის პანელი, რომელიც  არც რაიმე განყენებული აპლიკაციის ინსტალაციას საჭიროებს და არც სერვერების გამართვას. მართვის სიმარტივესთან ერთად Quick ID-ის ფუნქციები ბევრი უსიამოვნო პროცედურის მარტივ კომპიუტერულ პატერნებში ტრანსფორმაციას გულისხმობს. კერძოდ, სპეციალური ველის მეშვეობით Quick ID-ს თავად შესწევს უნარი პერსონალისგან დეტალური ინფორმაცია მიიღოს სამსახურში დაგვიანებისა თუ მისი გაცდენის მიზეზის შესახებ. 

[I=3]„აპლიკაციაზე მუშაობისას ბევრი ფაქტორი გავითვალისწინეთ. მათ შორის ბიზნესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლის, თანამშრომლის ინტერესები იყო. ყველას კარგად გვაქვს გააზრებული, რომ კმაყოფილი თანამშრომელი პროდუქტისა თუ სერვისის ხარისხზე დრამატულად აისახება, თუმცა ეს ხშირად გვავიწყდება. ჩვენი აპლიკაცია სტატისტიკის წარმოებასთან ერთად დამსაქმებლისა და დასაქმებულის პასუხისმგებლიან და ურთიერთსასარგებლო ეთიკის ჩამოყალიბებასაც უზრუნველყოფს“, - აცხადებს გიორგი საზანდრიშვილი.

სწორედ მოტივირებული და პროდუქტიული კოლექტივების ჩამოყალიბების მიზნით Quick ID-ის გუნდმა აპლიკაციაში თანაშრომლების საკონტაქტო ბაზა ჩააშენა. ბაზა პერსონალის მარტივი დისტანციური კომუნიკაციით უზრუნველყოფასა და სხვა სოციალური აქტივობებისგან იზოლირებული სამუშაო ატმოსფეროს შექმნაზეა გათვლილი. 

Quick ID-ის გუნდი ფიქრობს, რომ მსგავსი შესაძლებლობა ქოლექტივის სრულფასოვან ფუნქციონირებას, ახალი წევრების სწრაფ ადაპტაციასა და, საბოლოო ჯამში ხარისხიანი პროდუქტისა თუ სერვისის კომუნიკაციას შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ სისტემა ძალზე ფლექსიურია და ადვილად ადაპტირდება დამსაქმებლის მიერ საკუთარ ბიზნესში განხორციელებულ ცვლილებებთან, როგორიც, თუნდაც თანამშრომლების ცვლილება შეიძლება იყოს. 

დამსაქმებლისთვის კიდევ ერთი პოტენციური დაბრკოლების თავიდან ასაცილებლად Quick ID-ის გუნდმა თავიანთი მობილური აპლიკაციის როგორც Android, ასევე IOS სისტემებთან თავსებადობაზე იზრუნა. 

დამატებითი კომფორტისთვის კი, იგი მარტივად ინტეგრირდება ბიზნეს ლოკაციაზე არსებულ სხვა აპარატურულ ნაწილთან (თუკი მსგავსი არსებობს). ეს შეიძლება იყოს აპლიკაციის მეშვეობით კარის გაღება ან სხვა მექანიკური ტიპის სამუშაოს შესრულება.

Quick ID-ის ღირსებებზე საუბარს მის ბიუჯეტურობასა და შეღავათიანი გადახდის ალტერნატივებზე დეტალური ინფორმაციის მოწოდებით დავასრულებთ. Quick ID-ის მომსახურების სააბონენტო გადასახადი - თვეში 100 ლარია, რომელსაც 1 ლარი ემატება თითოეულ, მობილურ აპლიკაციაში აქტივირებულ დასაქმებულზე. 1 წლის საფასურის წინასწარ გადახდის შემთხვევაში, მომსახურებაზე 20% ფასდაკლებას იღებთ. კომპანია, საჭიროების შემთხვევაში, მოქნილი გადახდის გრაფიკითაც უზრუნველგყოფთ.

მოცემული ინფორმაციის გაანალიზების შედეგად, მარტივი მისახვერდია, რომ Quick ID თქვენი ბიზნეს პრობლემის კონკურენტულ უპირატესობად ქცევას გთავაზობთ. რაც მთავარია, იგი ამის გაკეთებას უმოკლეს დროში, მარტივად და ბიუჯეტურად გპირდებათ. Quick ID-ის ოჯახში გაწევრიანება ყველა ბიზნესისთვის უპირობო პროგრესის გარანტია; მთავარი ისაა, როდის შეუდგებით წინსვლის გზას.

0

ავტორი: