11:25:18     19-03-2021
ნებისმიერ დროს შეიძლება გულის გაჩერებით დასრულდეს - რატიანი
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ახაცლციხიდან გადმოყვანილი 27 წლის ექთანთან მიმართებაში კლინიკურ პარამეტრებში დადებითი ეფექტი აღარ აქვთ. მისი თქმით, ნებიმისერ დროს შეიძლება პაციენტს გული კვლავ გაუჩერდეს.
"ამ წუთში პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული, კლინიკურად სახეზეა გულის გაჩერების წარმატებული აღდგენა, აღნიშნული კი გამოწვეულია, სავარაუდოდ, როგორც ანამნეზიდან ირკვევა ანაფილაქსური შოკის არსებობით. ამ ეტაპზე გრძელდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა მდგომარეობა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დადებითი ეფექტი ამ ეტაპზე კლინიკურ პარამეტრებში აღარ გაგვაჩნია, ნებისმიერ დროს შეიძლება, ჩვენდა სამწუხაროდ, დასრულდეს გულის გაჩერებით კვლავ"
0