11:41:26     18-03-2021
მოლაპარაკებებამდე კობახიძე მედიატორებს ხვდება
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროკავშირის წარმომადგენლების ოფისში, მოულოდნელად მივიდა. კობახიძე, ევროკავშირის ოფისში მარტო მივიდა და ამ წუთებში ის მედიატორებთან შეხვედრაზეა. შესვლის წინ მას კომენტარი არ გაუკეთებია.
ევროკავშირის წარმომადგენლების ოფისში დილიდან იმყოფებოდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი, კრისტიენ დანიელსონი, აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი.
მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს დღეს, 18 მარტს 15:00 საათზე შეხვდებიან.
0