პრემიერ-მინისტრი - მინდა მოვუწოდო ყველა მხარეს, მოკლე დროში შევძლოთ გამოსავლის მოძებნა პრემიერ-მინისტრი - მინდა მოვუწოდო ყველა მხარეს, მოკლე დროში შევძლოთ გამოსავლის მოძებნა />


  10:56:36     18-03-2021

პრემიერ-მინისტრი - მინდა მოვუწოდო ყველა მხარეს, მოკლე დროში შევძლოთ გამოსავლის მოძებნა

a103736.jpg

დროში შევძლოთ კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში გამოსავლის მოძებნა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვიმა  მთავრობის სხდომის დაწყებამდე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ კონსტრუქციული ოპოზიცია გონივრულ სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს მიიღებს, რათა რაც შეიძლება მოკლე დროში მოხდეს შეთანხმების მიღწევა.

 

„მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა მხარეს, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში გამოსავლის მოძებნა იმისთვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას და გავაგრძელოთ ისეთ დიდ გამოწვევებზე კონცენტრირება, როგორიც არის კოვიდპანდემია, ეკონომიკური პრობლემები ქვეყანაში, უმუშევრობა, ოკუპაცია და ა.შ. მითუმეტეს, რეგიონში გართულებული უსაფრთხოების გარემოს ფონზე.

იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი მიიღებს გონივრულ, სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს ამ დღეების განმავლობაში. ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზაობას იმისთვის, რომ გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი და რაც შეიძლება მოკლე დროში მივიღოთ შესაბამისი შეთანხმება,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

0

ავტორი: