10:53:15     18-03-2021
დღეს საქართველოში COVID-19-ის 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 378
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 378 ადამიანი გამოჯანრთელდა, ხოლო 9 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 276 436
- გამოჯანმრთელებულია - 269 384
- გარდაცვლილია - 3 674
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 23747, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 13503, PCR ტესტით - 10244
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,55%, ბოლო 14 დღის - 1,53%, ბოლო 7 დღის - 1,33%
- კარანტინის რეჟიმში - 213
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1412
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 154
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 120 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 97 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,6 მილიონზე მეტი.
0