18:47:28     13-03-2021
პარლამენტთან ექიმების კიდევ ერთი კარავი დაიდგა
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, მედპერსონალის, რიგით მე-18 კარავი დაიდგა. ექიმები საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციას 6 მარტს შეუერთდა , კარავი კი დღეს, 13 მარტს დადგეს.
აქციის მონაწილე მედიკოსები ამბობენ, რომ კარავი პირველადი გადაუდებელი დახმარებისთვისაა განკუთვნილი, სადაც მუდამ იქნება ექიმი, ექთანი, სამედიცინო პერსონალი, რომელიც მოქალაქეებს გვერდში დაუდგებიან და მათ სამედიცინო დახმარებას გაუწევენ.
0