როკის გვირაბში სამუშაოები დასრულდა როკის გვირაბში სამუშაოები დასრულდა />


  11:11:48     17-08-2011

როკის გვირაბში სამუშაოები დასრულდა

a9053.jpg

რუსეთის „სპეცმშენმა“ როკის გვირაბის რეკონსტრუქცია დაასრულა. ამის შესახებ „კავკაზსკი უზელი“ იუწყება . სამუშაობის დასრულების შესახებ ინფორმაცია საწარმოს ხელმძღვანელმა გრიგორი ნაგინსკიმ წარადგინა. მისი ინფორმაციით, გვირაბის რეკონსტრუქციისთვის რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან 2,8 მილიარდი რუბლი დაიხარჯა.

სამუშაობის დარჩენილი ნაწილი, რომლის ხარჯიც 1,6 მილიარდ რუბლს შეადგენს, ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებაზე გადანაწილდა. რუსმა მშენებლებმა ასევე განახორციელეს გზის 80 კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია, 12 კილომეტრზე კი ასფალტის საფარის პირველი ფენა დააგეს. როკის გვირაბის სარეკონსტრუქციო სამუშაობის დაჩქარების განკარგულება რუსეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა 6 ივნისს გასცა.

0

ავტორი: