"ესაა მსოფლიო სტანდარტი, გომელაურის, ღარიბაშვილის ან გოგა მღებრიშვილის მოგონილი არაა-მეთქი" - გომელაური ესებუაზე "ესაა მსოფლიო სტანდარტი, გომელაურის, ღარიბაშვილის ან გოგა მღებრიშვილის მოგონილი არაა-მეთქი" - გომელაური ესებუაზე /> "/> " />


  17:19:34     05-03-2021

"ესაა მსოფლიო სტანდარტი, გომელაურის, ღარიბაშვილის ან გოგა მღებრიშვილის მოგონილი არაა-მეთქი" - გომელაური ესებუაზე

a103667.jpg

 შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ესმის, რომ ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუა დასაკავებელია. მისივე განცხადებით, არ იცის ეს როდის მოხდება, მაგრამ ყველაზე მეტად მას სურს, რომ დააკავონ.

 "მესმის, რომ დასაკავებელია [ბადრი ესებუა] მანდ იყო ორი მოცემულობა, ან დაგვეწყო ოპერაცია და დაღუპულიყვნენ ადამიანები, ან გაგვეკეთებინა ის, რაც გავაკეთეთ. მე პრემიერს ავუხსენი არის სამი ვარიანტი: ეს, ეს, ეს. ესაა მსოფლიო სტანდარტი, გომელაურის, ღარიბაშვილის ან გოგა მღებრიშვილის მოგონილი არაა-მეთქი. 

პრემიერმა [გახარიამ] მითხრა თემაა სისხლი არ დაიღვაროსო. ვეცადეთ, როგორ არა დაკავებას, გავუშვით და წადი მშვიდობაში მოიხმარეო, ამას ხო არ ვეტყოდით?

დღეს თუ ხვალ აუცილებლად მოხდება მისი დაკავება. არ ვიტყვი ხვალ დავაკავებთ, ერთ თვეში დავაკავებთ, არ ვიცი როდის დავაკავებთ, ვმუშაობთ მაქსიმალურად. გეთანხმებით, რომ დასაჭერია. ყველაზე მეტად მე და შინაგან საქმეთა სამინისტროს გვინდა, რომ ეს ადამიანი იყოს დაჭერილი და დასჯილი უმკაცრესად", - გომელაური 

0

ავტორი: