მოეხსნებათ თუ არა  სოციალურად დაუცველის სტატუსი გერმანიაში, დასაქმების პროგრამით წასულ მოქალაქეებს? მოეხსნებათ თუ არა სოციალურად დაუცველის სტატუსი გერმანიაში, დასაქმების პროგრამით წასულ მოქალაქეებს? />


  17:41:03     03-03-2021

მოეხსნებათ თუ არა სოციალურად დაუცველის სტატუსი გერმანიაში, დასაქმების პროგრამით წასულ მოქალაქეებს?

a103650.jpg

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გერმანიაში დასაქმების გამო წასულ მოქალაქეებს სოციალურ დახმარებას არ შეუწყვეტენ და სტატუსს არ მოუხსნიან.

უწყების ინფორმაციით, დასაქმების პროგრამაში მონაწილეებს არც სტატუსი შეუჩერდებათ და სოციალურ ბაზაში ქულებს არ გადაამოწმებენ.

საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმება პირველი აპრილიდან შეეძლებათ. რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს, თუმცა მოქალაქეებს დასაქმება სოფლის მეურნეობის სექტორში 3 თვის მანძილზე შეეძლებათ.

აქვე გეტყვით, რომ ლეგალურად დასაქმებაზე მოლაპარაკებები ისრაელთან და საფრანგეთთან მიმდინარეობს.

0

ავტორი: