ოპოზიციამ აქციების მოდიფიცირების გადაწყვეტილება მიიღო ოპოზიციამ აქციების მოდიფიცირების გადაწყვეტილება მიიღო />


  17:39:42     03-03-2021

ოპოზიციამ აქციების მოდიფიცირების გადაწყვეტილება მიიღო

a103649.jpg

ოპოზიციამ აქციების მოდიფიცირების გადაწყვეტილება მიიღო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის,ტინა ბოკუჩავა განცხადებით, 13 მარტს დაგეგმილი აქცია 20 მარტისთვის გადაიდო, ხოლო დანარჩენი აქციები მოდიფიცირდება.

მისი თქმით, ხვალ, 13:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხისკენ, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია იმყოფება, ავტომობილებით მსვლელობა გაიმართება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ ერთობლივად იმოქმედოს, მათ შორის, საპროტესტო აქციების ორგანიზებისას.

ჩვენ, გუშინდელ შეხვედრაზე, ისევე როგორც დღევანდელ შეხვედრაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, განვიხილეთ და გადავწყვიტეთ, რომ მოხდეს საპროტესტო აქციების ფორმის მოდიფიკაცია, იმისთვის, რომ ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა არ გამოიყენონ საპროტესტო ღონისძიებები მოლაპარაკების ჩაშლის საბაბად, რომლის ინიცირებაც მოახდინა პირადი მედიატორობით პრეზიდენტ მიშელმა.

0

ავტორი: