13:00:15     03-03-2021
"8 მილიარდი ვალი ავიღეთ, სად წავიდა ეს ფული, ამაზე გვინდა პასუხი - რატომ არ არის ჩვენს ქვეყანაში ვაქცინა" - გიორგი ჩალაძე
გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ცენტრის ხელმძღვანელი დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან მდუმარე აქციას მართავს ლოზუნგით-სად არის ვაქცინა.
ვაქცინაცია დაწყებულია 108 ქვეყანაში, ხოლო საქართველო დღემდე ვაქცინის გარეშეა დარჩენილი.
ჩვენი მოთხოვნაა, რომ საქათველოში შემოიტანონ მაღალი დონის ვაქცინა, რაც შეიძლება მალე და მორჩნენ ჩვენი ფულის მოპარვას. კამბოჯაში, ნიგერიაში, ზიმბაბვეში არის ვაქცინა, საქართველოში კი არა. 8 მილიარდი ვალი ავიღეთ, სად წავიდა ეს ფული, ამაზე გვინდა პასუხი - ატომ არ არის ჩვენს ქვეყანაში ვაქცინა ,- ამბობს გიორგი ჩალაძე.
აქციას მოქალაქეებიც უერთდებიან აქციას და ხელისუფლების უმოქმედობას აპროტესტებენ.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნებოდა, რომ საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას თებერვლის ბოლოს დაიწყებდა, თუმცა ვაქცინა ქვეყნაში ვერ შემოიტანეს. ხელისუფლება ამ დრომდე ვადასაც ვერ ასახელებს, როდის შემოვა ვაქცინა და დაიწყება
0