"შარლ მიშელის რჩევა და მოწოდება იყო, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ჩვენ გამოვნახოთ საერთო" - ირაკლი ღარიბაშვილი "შარლ მიშელის რჩევა და მოწოდება იყო, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ჩვენ გამოვნახოთ საერთო" - ირაკლი ღარიბაშვილი /> "/> " />


  22:47:25     01-03-2021

"შარლ მიშელის რჩევა და მოწოდება იყო, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ჩვენ გამოვნახოთ საერთო" - ირაკლი ღარიბაშვილი

a103634.jpg

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოპოზიციასთან დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ კონსტრუქციულ ვითარებაში წარიმართა. როგორც მან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს "მთელ რიგ საკითხებსა და განსხვავებებზე იმსჯელეს და თავიანთი პრინციპული პოზიციებიც გაცვალეს". 

მისივე თქმით, ამ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციები "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოსთან ექნება, პოზიციას კი უახლოეს პერიოდში გაასაჯაროებენ.

 "შარლ მიშელის რჩევა და მოწოდება იყო, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ჩვენ გამოვნახოთ საერთო ენა რომელიც ჩვენი ხალხის ინტერესს ემსახურება.. იმედი მაქვს, ოპოზიცია კონსტრუქციულ რეჟიმში მუშაობას გააგრძელებს. ვადასტურებ დიალოგის გაგრძელების მზაობას, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

0

ავტორი: