​აქცია ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან ​აქცია ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან />


  12:43:13     01-03-2021

​აქცია ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან

a103624.png

პროტესტის 92-ე დღე - ამ წუთებში აქტივისტები ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან აქციას მართავენ. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული. 

სამოქალაქო აქტივისტები ფიქრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის წასვლა მხოლოდ ფორმალობაა, ის "ქართული ოცნების" პოლიტიკურ სივრცეში კვლავაც მთავარ მოთამაშედ რჩება და ქვეყანაში შექმნილ უმწვავეს ვითარებაზე პასუხისმგებელი პირვლ რიგსი სწორედ ისაა. მათი მოთხოვნები უცვლელია - ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

სამოქალაო აქტივისტების ინფორმაციით, ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში აქტივისტს გიორგი მუმლაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მოძრაობა საქართველოს აქტივისტები ფიქრობენ, რომ მუმლაძეს მიკერძოებული სასამრთლო დააკავებენ.

  "92 დღეა "მოძრაობა საქართველოსთვის" იბრძვის ამ ქვეყანაში და პარლამენტთან დავდგით კარვები და ერთერთი ე.წ. ინციდენტი გალერეასთან, სადაც გიორგი ძალიან მწარედ, ჩატენვით, თავში ჩარტყმით წაიყვანეს პოლიციაში აი ამ საქმეზე მიდის ახლა სასამართლო პროცესი. ჩვენ განვიხილავდით და ველოდებით, რომ დააპატიმრებენ გიორგის", - ამბობს აქტივისტი კახა კვევესკირი.

0

ავტორი: