14:05:21     22-02-2021
"ნიკა მელია არის ჩვეულებრივი კრიმინალი" - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ნიკა მელიაზე საუბრისას, მას კრიმინალი უწოდა, "ნაციონალურ მოძრაობას" კი კრიმინალების თავშესაფარი.
"ის [ნიკა მელია] არის ჩვეულებრივი კრიმინალი. ეს კრიმინალი გამოაცხადეს ახლა პარტიის თავმჯდომარედ და გვეუბნებიან, რომ მძიმე დანაშაულისთვის - ვგულისხმობ პარლამენტზე შტურმს - თურმე არ უნდა შევეხოთ. რომელ ქვეყანაში გინახავთ, ასეთი ტიპის მძიმე დანაშაულებისთვის ადამიანებს იდულგენციებს აძლევდნენ? როდის ყოფილა, რომ პოლიტიკური პარტია გამხდარა ასეთი კრიმინალების თავშესაფარი?", - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.
0