ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვის გაუქმება ჯერ არ განიხილება ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვის გაუქმება ჯერ არ განიხილება />


  12:29:08     15-02-2021

ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვის გაუქმება ჯერ არ განიხილება

a103540.jpg

 როგორც მინისტრმა ნათია თურნავამ საკითხის კომენტირებისას განაცხადა, აღნიშნული რეგულაციის შემსუბუქებამდე საქალაქთაშორისო გადაადგილების, ასევე საბავშვო ბაღების და ფიტნეს დარბაზების რეგულაციების შემსუბუქება განიხილება.

 „ერთ-ერთი ყველაზე წონადი ღონისძიება, რაც ჩვენ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით განვახორციელეთ ნოემბერში, როდესაც წერტილოვანი შეზღუდვები დავაწესეთ, იყო სწორედ ღამე გადაადგილების შეზღუდვა, მე ამას არ დავარქმევდი კომენდანტის საათს, კომენდანტის საათი გაცილებით უფრო მკაცრი რამ არის. სწორედ ამ გადაწყვეტილების და შეზღუდვის გამო, ჩვენ დღეს შეგვიძლია ვისაუბროთ შემსუბუქებაზე და ცალსახად ვთქვათ, რომ ეს იყო ის ამკრძალავი ზომა, რომელმაც სხვა ქვეყნებში და მათ შორის, საქართველოში პოზიტიური ეფექტი მოგვცა. რა თქმა უნდა, მის შემსუბუქებაზე ან გაუქმებაზე მსჯელობას წინ ძალიან დიდი ანალიზი უნდა უძღოდეს, არ შეიძლება ყველაფერი ერთად შევამსუბუქოთ. ჯერჯერობით ამაზე მსჯელობა არ არის. ჩვენ ჯერჯერობით შემდეგ ნაბიჯებზე ვმსჯელობთ იმიტომ, რომ დარჩა ბიზნესსექტორები, სადაც ჯერ არ შეგვიმსუბუქებია მიდგომა. ჯერჯერობით ვერ გავხსენით საბავშვო ბაღები, ფიტნეს ცენტრები და პირველ რიგში, ალბათ ამ სფეროებზე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გახსნაზე ვიმსჯელებთ. ხოლო ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვას, უფრო მოგვიანებით მოვიტოვებთ, ნუ ვიჩქარებთ იმიტომ, რომ შეძლება ერთმა გაუფრთხილებელმა ნაბიჯმა პრობლემა შექმნას“, - აღნიშნა თურნავამ. 

0

ავტორი: