თემა, რომლითაც კობახიძე გახარიას აშანტაჟებს - სკანდალური საქმე თემა, რომლითაც კობახიძე გახარიას აშანტაჟებს - სკანდალური საქმე />


  19:54:14     14-02-2021

თემა, რომლითაც კობახიძე გახარიას აშანტაჟებს - სკანდალური საქმე

a103530.jpg

კობახიძე-გახარიას შორის არსებული დაპირისპირება უკიდურესად მწვავდება. ქართული ოცნების თავმჯდომარე, ახლა უკვე პრემიერის დაშანტაჟებასაც არ ერიდება და მოურიდებლად ამბობს რომ ძალოვნები მას უჭერენ მხარს.

კერძოდ, ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას გადაყენაბას შანტაჟით ცდილობს. ის მას ირანული ფულის გათეთრების სკანდალური საქმის გამოძიებით ემუქრება.

საქმე ეხება გახარიას ეკონომიკის მინისტრობისდროინდელ საეჭვო კავშირებს ირანთან, როდესაც საქართველოში, ირანული ინვესტიციები 500 პროცენტით გაიზარდა. 

მაშინ, აშშ-ის ხაზინამ დაადგინა რომ ე.წ. “ირანის გუშაგთა არმია”, რომელსაც ამერიკა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, საქართველოში 150-მდე ირანულ კომპანიას იყენებდა ფულის გასათეთრებლად.

სწორედ ამ სქემაში ფიგურირებს გახარიას გვარი, რომლის შესახებაც მასალები საქართველოშიც მოიპოვება. თუმცა, რატომღაც, იმ წლებში, გამოძიებას მასზე ყურადღება არ გაუმახვილებია.

ახლა კი, როდესაც კობახიძე მმართველი პარტიის თავმჯდომარე გახდა და თავს ივანიშვილის მემკვიდრედ მიიჩნევს, ის პრემიერობისთვის ემზადება. 

ამ გზაზე კი, კობახიძეს გახარია ეღობება წინ, რომელიც მიუხედავად მინიშნებებისა, თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

თუმცა, მას შემდეგ რაც გახარიამ გადადგომაზე უარი თქვა, კობახიძე უკვე შანტაჟზე გადავიდა და როგორც მასთან დაახლოვებული პირები ამბობენ, პრემიერს სწორედ ირანული ფულის გათეთრების სქემის გამოძიებით დაემუქრა. 

მისი თქმით, თუ გახარია კვლავ უარს იტყვის გადადგომაზე, მაშინ სწორედ ამ საქმის გამოძიებას დაიწყებენ, რაც საბოლოო ჯამში, გახარიას გადადგომით და მისი სრული დისკრედიტაციით დასრულდება. 

საინტერესოა, როგორ უპასუხებს კობახიძეს პრემიერი, რომელსაც ახლა ნამდვილად არ აქვს კარგი პერიოდი. 

თუმცა, დიდი ალბათობით, გახარიამ, ირანული ფულის გათეთრების საქმეში მონაწილეობა ივანიშვილის თანხმობით მიიღო, რაც იმას ნიშნავს რომ გამოძიებას, ბოლოს, შესაძლოა, მასთან ერთად ოლიგარქიც შერჩეს ხელში.

0

ავტორი: