პროტესტის მეორე დღე - მეშახტეები 300 მეტრის სიღრმეში რჩებიან პროტესტის მეორე დღე - მეშახტეები 300 მეტრის სიღრმეში რჩებიან />


  11:16:13     11-02-2021

პროტესტის მეორე დღე - მეშახტეები 300 მეტრის სიღრმეში რჩებიან

a103509.jpg

 პროტესტი მიწისქვეშ გრძელდება - ტყიბულში მეშახტეებმა, თავიანთი უფლებების დასაცავად აქციის რადიკალურ ფორმას მიმართეს. უკვე მეორე დღეა, 11 მეშახტე პროტესტის ნიშნად შახტიდან არ ამოდის. 

 გაფიცულები, რომლებიც ამ დრომდე 300 მეტრის სიღრმეში რჩებიან, ხელფასის დაკლებას აპროტესტებენ.   "იანვრის თვის ხელფასი საკმაოდ დაბალი ტარიფით დაიხურა. ახლა კომპანიასთან მიდის მოლაპარაკება. კომპანია მზად არის შექმნას კომისია, რომელიც იმსჯელებს, რის საფუძველზე განისაზღვრა ასეთი დაბალი ტარიფია" - მეშახტე ონისე  საბანაძე

0

ავტორი: