უკრაინამ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის გამოყენება აკრძალა უკრაინამ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის გამოყენება აკრძალა />


  11:08:54     11-02-2021

უკრაინამ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის გამოყენება აკრძალა

a103506.jpg

 უკრაინის მთავრობამ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის გამოყენება აკრძალა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის მთავრობის რეზოლუციაშია აღნიშნული, რომელიც 8 თებერვლითაა დათარიღებული.

 დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უკრაინაში არ დაიშვება კოვიდ 19-ის პრევენციისთვის განკუთვნილი ვაქცინები ან სხვა სამედიცინო იმუნობიოლოგიური პრეპარატების გამოყენება, რომლებიც შექმნილია და / ან წარმოებულია რუსეთში.

 შეგახსენებთ, უკრაინაში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყება მიმდინარე თვის შუა რიცხვებში იგეგმება. 30 დეკემბერს უკრაინამ ხელი მოაწერა კონტრაქტს ჩინური Sinovac-ის ვაქცინის 1.9 მილიონი დოზის მიღების შესახებ. ამასთან, თებერვალში ქვეყანა, COVAX-ის პლატფორმის ფარგლებში, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის 117 000 დოზას მიიღებს. თებერვლის შუა რიცხვებიდან ივნისის ბოლომდე კი უკრაინაში 2.2-3.7 მილიონი დოზა AstraZeneca/Oxford-ის შეტანა იგეგმება. 5 თებერვალს, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ დამტკიცებულია AstraZeneca და Novavax– ის მიერ წარმოებული ვაქცინების 12 მილიონი დოზის შეტანის საკითხიც.

0

ავტორი: