2007 წლიდან მკველელობისთვის ძებნილი პირები ბათუმში დავაკავეთ 2007 წლიდან მკველელობისთვის ძებნილი პირები ბათუმში დავაკავეთ />


  10:58:59     11-02-2021

2007 წლიდან მკველელობისთვის ძებნილი პირები ბათუმში დავაკავეთ

a103503.jpg

  ბათუმში, 2007 წელს მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი ორი პირი დააკავეს.  მკვლელობა 2007 წელს მას შემდეგ მოხდა, რაც დაკავებულებსა და ორ ძმას შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა, ხოლო ამის შემდეგ გ.ტ-მ და ო.კ-მ სავარაუდოდ, ცივი იარაღი გამოიყენეს და ძმებს მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს, რის შედეგადაც ერთერთი ძმა მოგვიანებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

 "ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2007 წლის 24 მაისს გ.ტ. და ო.კ. დაუსწრებლად წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და მათზე ძებნა გამოცხადდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გ.ტ-ს და ო.კ-ს სასჯელის სახით განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 18 წლითა და 9 თვით.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2007 წლის 1 იანვარს, ბათუმში, ერასა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაზე გ.ტ-მ და ო.კ-მ ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენეს ძმებს- ვ.ა-ს და დ.ა-ს. დაჭრილები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ვ.ა. მიყენებული ჭრილობების შედეგად 2007 წლის 13 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გ.ტ. და ო.კ. ჩატარებული ოპერატიული და სამძებრო ღონისძებების შედეგად 2021 წლის 10 თებერვალს ბათუმში დააკავეს", - ნათქვამია განცხადებაში. 

0

ავტორი: