11:38:14     08-02-2021
ვარკეთილში კაცი დაჭრეს - პოლიცია დამნაშავეს ამ დრომდე ეძებს
ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩაზე შეარაღებული დაპირისპირება მოხდა. სავარაუდო თავდამსხმელს, რომელმაც შუახნის კაცს ჭრილობა ზურგსა და მუცელში მიაყენა, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება.
დაშავებულს დაზიანებები, სავარაუდოდ, დანით აქვს მიყენებული. კაცი შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს და ის ამ დრომდე ინგოროყვას კლინიკაში მკურნალობს. მისი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
0