ელისაშვილის თანაგუნდელები პარტიას ტოვებენ ელისაშვილის თანაგუნდელები პარტიას ტოვებენ />


  11:35:03     04-02-2021

ელისაშვილის თანაგუნდელები პარტიას ტოვებენ

a103465.jpg

გენრი დოლიძე, მირიან მერცხალაძე, გიორგი გაბაიძე და გუჯა ხაბაძე, რომელთაც პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის პარლამენტში შესვლიდან მეორე დღეს მიიღეს, ამბობენ, რომ მათ აქვთ პოლიტიკური ამბიციები, მაგრამ აპირებენ, საქმიანობა სამოქალაქო აქტივობით გააგრძელონ. 

ხუთივე წევრი, რომელმაც პარტია დატოვა, მაჟორიტარობის კანდიდატები იყვნენ. მათ გადაწყვეტილებას ალეკო ელისაშვილი შეეხმიანა და განაცხადა, რომ ისინი ზრდასრული ადამიანები არიან და თავიანთი უფლებაა, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. 

შეკითხვაზე, მოჰყვა თუ არა თანაპარტიელთა გადაწყვეტილება ელისაშვილი-იოსელიანის პარლამენტში შესვლას, ელისაშვილი პასუხობს, რომ პარტიაში არანაირი განხეთქილება არ არის და რომ პარლამენტში შესვლა "სწორი გადაწყვეტილება" იყო. 

0

ავტორი: