11:19:42     04-02-2021
ჩორჩანას ტყეში ოკუპანტებმა ახალი ნიშნულები დატოვეს
ჩორჩანას ტყეში ვითარება უკიდურესად საგანგაშო ხდება - ანტისაოკუპაციო მოძრაობამ, გაუვალ ტყეში რუსი ოკუპანტების მიერ დატოვებული ახალი ნიშნულები აღმოაჩინეს. ტყე საქართველოს იურისდიქციაში შედის, რუსმა სამხედროებმა კი, უკვე მოზომეს სწორედ ის ადგილები, სადაც ოკუპანტი ადვილად გადაადგილდება.
"ეს უკვე ფაქტობრივად მიტაცებული ტერიტორაა, სადაც რეალურად მუდმივ რეჟიმში რუსები მოძრაობენ. ეს არის ჩორჩანას ტყე, რომელიც ეკუთვნის საქართველოს არაოკუპირებულ ნაწილ, მაგრამ სამწუხაროდ აქ რუსი ოკუპანტები თავისუფლად გრძნობენ თავს და ნიშნულებით აქვთ მონიშნული ჩვენი ტყის ძალიან დიდი ნაწილი", - ამბობს "ძალა ერთობაშიას" დამფუძნებელი, დავით ქაცარავა.
0