წესების დაუმორჩილებლობას მკაცრი რეაქცია მოჰყვება - თურნავა რესტორატორებზე წესების დაუმორჩილებლობას მკაცრი რეაქცია მოჰყვება - თურნავა რესტორატორებზე />


  11:53:53     03-02-2021

წესების დაუმორჩილებლობას მკაცრი რეაქცია მოჰყვება - თურნავა რესტორატორებზე

a103448.jpg

  ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა რესტორატორების გადაწყვეტილებას პასუხობს და ამბობს, რომ მათთან კომუნიკაციის პრობლემა ნამდვილად არ ჰქონიათ და გასაგებია სფეროს უკმაყოფილება, მაგრამ დაუმორჩილებლობას მკაცრი რეაქცია მოჰყვება.   

    "გასაგებია, რომ იმის გამო, რომ რომ რესტორნები, არა აჭარაში, მაგრამ, დანარჩენ საქართველოში ჯერჯერობით ვერ იხსნება, აქედან გამომდინარე, მათ აქვთ უკმაყოფილება, მაგრამ დაუმორჩილებლობა, კანონის დარღვევა, კანონის წესების დაცვის მიმართ დაუმორჩილებლობა არის მიუღებელი, ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება მკაცრი რეაქცია. [...]

   ჩემი თხოვნა იქნება და ჩემი იმედიც არის, რომ რესტორნები ასეთი არასწორი, არაკანონიერი ქმედებით არ გაართულებენ დიალოგს ჩვენს შორის. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენ მათთან დაკავშირებით გვექნება კონკრეტული გადაწყვეტილებები, რაზეც ყოველდღიურად ვმსჯელობთ", - თქვა ნათია თურნავამ

   შეგახსენებთ, რომ 2 თებერვლას რესტორატორების ასოციაციამ განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად 200-მდე ობიექტი შაბათს, 6 თებერვლას თვითნებურად გაიხსნება. 

0

ავტორი: