ბოლო 10 წუთში 50-მდე უცნობი ზარი შემომივიდა და ახლაც გრძელდება - ნიკა გვარამია ბოლო 10 წუთში 50-მდე უცნობი ზარი შემომივიდა და ახლაც გრძელდება - ნიკა გვარამია />


  15:08:32     02-02-2021

ბოლო 10 წუთში 50-მდე უცნობი ზარი შემომივიდა და ახლაც გრძელდება - ნიკა გვარამია

a103442.jpg

  "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ბოლო 10 წუთში 50-მდე უცნობი ზარი შევიდა მის ნომერზე და ეს პროცესი ისევ გრძელდება. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, თეა წულუკიანმა პლენარულ სხდომაზე გვარამიას ნომერი დაასახელა.

   "ასევე ცნობად, დღეს სამზე პროცესი მაქვს და ერთი საათით ადრე ბუკვალურად არ ჩერდება ჩემი ტელეფონი. ბოლო 10 წთ 50მდე უცნობი ზარი შემომივიდა და ახლაც გრძელდება", - წერს ნიკა გვარამია. 

 შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში დაიწყება.

0

ავტორი: