15:03:17     02-02-2021
პარლამენტმა ოპოზიციის დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა
ცოტა ხნის წინ დასრულდა საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა, სადაც დეპუტატები 51 ოპოზიციონერისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს უყრიდნენ კენჭს. პარლამენტმა არცერთ მათგანს მანდატი ამ ეტაპზე არ შეუჩერა.
შეგახსენებთ, რომ სესიის დაწყებმა "ქართულ ოცნებაში" უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც პარტიამ ამ ეტაპზე შეჭყვეტასთან დაკავშირებით თავი შეიკავა პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, რომ დამატებით 20 -ამდე ოპოზიციონერს სურს პარლამენტში შესვლა . კობახიძეს მათი ვინაობა არ დაუკონკრეტებია.
"ქართული ოცნების" წევრები ამბობენ, რომ ამით ოპოზიციას კიდევ ერთ შანსს აძლევენ. ოპოზიცია კი ამობს, რომ ხელისუფლება ამ საკითხით ვაჭრობას აგრძელებს.
0