ვინც ვაქცინას არ გაიკეთებს, არ უნდა იყოს ბულინგის მსხვერპლი - მეუფე ანდრია ვინც ვაქცინას არ გაიკეთებს, არ უნდა იყოს ბულინგის მსხვერპლი - მეუფე ანდრია />


  11:11:44     01-02-2021

ვინც ვაქცინას არ გაიკეთებს, არ უნდა იყოს ბულინგის მსხვერპლი - მეუფე ანდრია

a103428.jpg

  გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია ამბობს, რომ ის, ვინ კორონვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებს, საზოგადოების მხრიდან ბულინგის მსხვერპლი არ უნდა იყოს.

 მეუფე ანდრიამ ვაქცინაციაზე საკვირაო ქადაგებისას, ამბიონიდან ისაუბრა და თქვა, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია:

  "ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი პროცესი და არცერთი ადამიანი, ვინც ვაქცინას არ გაიკეთებს სამედიცინო მდგომარეობიდან გამომდინარე, პოლიტიკური - ეთნიკური თუ კიდევ სხვა, რომელიმე შეხედულებებიდან ის ადამიანი არ უნდა იყოს მოქცეული ზეწოლის ქვეშ, დაძალების ქვეშ, ე.წ. ბულინგის ქვეშ.... ჩვენ თვალწინ, რომ გვიფრიალებენ ევროპულ ღირებულებებს და დამოკიდებულებას, უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ, როგორ უყურებენ, მთელი ევროსაბჭო და ევროპული ქვეყნები, ამ პროცესს" ამბობს მეუფე ანდრია.

0

ავტორი: