ძიძა ბავშვს სისტემატურად სცემდა და საკვებს არ აძლევდა ძიძა ბავშვს სისტემატურად სცემდა და საკვებს არ აძლევდა />


  11:58:15     16-08-2011

ძიძა ბავშვს სისტემატურად სცემდა და საკვებს არ აძლევდა

a9031.jpg

საქართველოში, 21 საუკუნეში, თითქმის ყველა ოჯახს, რომელსაც პატარა შვილი ჰყავს, მისთვის მომვლელად ძიძა აჰყავს. ბევრი დედა ბავშვს ძიძასთან ერთად ზრდის, თუმცა, საკმაოდ ბევრს შვილის მასთან მარტო დატოვება უწევს, რაც როგორც აღმოჩნდა, არც ისე უსაფრთხო ყოფილა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მცირეწლოვანი ბავშვის მშობლებმა მიმართეს და იმის მტკიცებულებად, რომ ძიძა მათ მცირეწლოვან შვილს სისტემატიურად სცემდა, CD დისკიც წარუდგინეს.

საქმის მასალების მიხედვით, 2011 წლის იანვარში, ოჯახმა მცირეწლოვანი ნიკოლოზის მომვლელად ძიძა აიყვანა. ძიძას ბავშვისთვის, მშობლების სახლში არყოფნის პერიოდში, მზრუნველობა უნდა გაეწია, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ნაცვლად მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებისა, ძიძა პატარას სისტემატურად, უმიზეზოდ სცემდა და არ აძლევდა საკვებს.

ძიძის მიერ ჩადენილმა ქმედებამ პატარას ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის, II ნაწილის `დ~ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს წარმოადგენს, სწორედ ამ მუხლით წარედგინა ბრალი ნიკოლოზის ძიძას. საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას, მისთვის წარდგენილი ბრალი დადასტურებულ იქნა ბავშვის მშობელთა ჩვენებებით, დისკზე არსებული ჩანაწერებითა და დათვალიერების ოქმით.

დანაშაული ძიძამაც აღიარა და მოინანია. მოკლედ, მანიაკალური თვისებებით გამორჩეული ძიძისგან ნიკოლოზი გათავისუფლდა, მას სასამართლომ ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა კარგი იქნება, თუ სხვა მშობლებიც ააცილებენ საკუთარ შვილს მსგავს განსაცდელს და ძიძის შერჩევისას დიდ ყურადღებას გამოიჩენენ.

0

ავტორი: