ვის ემალება ივანიშვილი და რა ემუქრება ოლიგარქს გაზაფხულზე? ვის ემალება ივანიშვილი და რა ემუქრება ოლიგარქს გაზაფხულზე? />


  18:49:41     13-01-2021

ვის ემალება ივანიშვილი და რა ემუქრება ოლიგარქს გაზაფხულზე?

a103301.jpg

ერთი ჯიბიდან ქონება ამოიღო და მეორე ჯიბეში ჩაიდო. ამით მისთვის არც არაფერი შეცვლილა, ასეთია საქმეში ჩახედულ ექსპერტთა დიდი ნაწილის მოსაზრება, ივანიშვილის მიერ ქართული აქტივების ფონდ ქართუსათვის გადაცემის შესახებ. 

კერძოდ, ივანიშვილმა განაცხადა რომ ქართული ბიზნეს-აქტივები ფონდ ქართუს გადასცა. სინამდვილეში კი, მან ფონდს მხოლოდ ქართული ბიზნეს-აქტივების ის მცირე ნაწილი გადაუფორმა, რომელიც ისედაც წამგებიანი იყო, კომერციული თვალსაზრისით. 

[I=2]თუმცა, მთავარი დეტალი არის ის რომ ფონდ ქართუს მისივე დისშვილი, კახა კობიაშვილი განკარგავს, რაც იმას ნიშნავს რომ რეალურად, ივანიშვილმა თავისი ბიზნეს-აქტივების ნაწილს მხოლოდ “მისამართი” შეუცვალა. 

მეტიც, ფონდისთვის გადაცემულ ბიზნეს-აქტივებს შორის ცხადია არ გვხვდება ეფლის, გუგლის, გაზპრომის აქციები. 

ასევე შვეიცარიის ბანკებში შენახული ასეულობით მილიონი დოლარი, რაც იმას ნიშნავს რომ ოლიგარქმა, ფონდისთვის, არა თავისი ქონების 90 პროცენტი გაიმეტა, როგორც ეს თავად განაცხადა, არამედ, მისი უმნიშვნელო ნაწილი და ისიც მხოლოდ ქართული ბიზნეს-აქტივებიდან.

მარტივად რომ ვთქვათ: ივანიშვილმა, რომელმაც სხვადასხვა კორუფციული სქემებით 2012 წლიდან დღემდე ქვეყანა და ხალხი გააღარიბა, ხოლო თავისი გარემოცვა (მამაცაშვილი, ფარცხალაძე, ჩხარტიშვილი...) კიდევ უფრო გაამდიდრა, მორიგი ფინანასური მანიპულაცია ჩაატარა და ქონების გადამალვის ოპერაციის ქველმოქმედებად გასაღება სცადა. 

რატომ გადაუფორმა ოლიგარქმა ქონების ნაწილი თავისივე ფონდს? 

შეიძლება ითქვას რომ ივანიშვილს ამის 3 ძირითადი მიზეზი ჰქონდა. 

1. ეკონომიკური კრიზისი და წამგებიანი აქტივების მოშორება, რადგან მათი შენახვა ფული ჯდებოდა. 

2. მოსალოდნელი სანქციებისათვის მომზადება. 

3. ილუზიის შექმნა რომ მოპარული ქონების ნაწილი ხალხს დაუბრუნა, რითაც მის მიმართ მზარდი აგრესიის განეიტრალებას შეეცადა, ნაწილობრივ მაინც.

თუმცა, ციფრები, ისევე როგორც ხელნაწერები, “არ იწვიან” და იმაზე მიუთითებენ რომ 2012 წლის შემდეგ ქვეყანა ბევრად გაღარიბდა. 

კერძოდ: 2012 წლამდე, საქართველოს საგარეო ვალი 9 მილიარდი იყო, დღეს კი 30 მილიარდზე მეტია. 

მართალია, ივანიშვილი გვეუბნება რომ "სიღარიბეს 5 წუთში ვერ დავამარცხებთ", მაგრამ ეს "5 წუთი" სინამდვილეში 8 წელია, ხოლო ამ 8 წლის განმავლობაში, საქართველო სოციალური აფეთქების ზღვარს მიუახლოვდა. 

ამ ზღვარმა კი, რომელსაც არჩევნების გაყალბების გამო ქვეყანაში შექმნილი მწვავე პოლიტიკური კრიზისიც ემატება, გამორიცხული არ არის რომ ივანიშვილი და მისი პოლიტიკური ნარჩენები, 2021 წლის გაზაფხულზევე წალეკოს...

0

ავტორი: