17:17:06     12-01-2021
ჩინურ ვაქცინასთან მიმართებით ასეთი გულდამშვიდებული ვერ ვიქნებით - ბიძინა კულუმბეგოვი
ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ Covax პლატფორმამ, შესაძლოა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინები არ დაამტკიცოს. იმუნოლოგის თქმით, პრეპარატის შესახებ ჩატარებული კვლევები არ არის საკმარისად გამჭვირვალე, შესაბამისად, კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ Covax პლატფორმის მთავარი კონტრიბუტორი ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი AstraZeneca იქნება.
"ჩინურ ვაქცინასთან მიმართებით ასეთი გულდამშვიდებული ვერ ვიქნებით", - ამბობს კულუმბეგოვი... მათ ჩატარებული აქვთ კვლევები ბრაზილიაში, ინდონეზიაში, თურქეთში და თითქმის მასალები გამოუქვეყნებელია" - თქვა იმუნოლოგმა.
ჩინეთმა ამ დრომდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინა დაამტკიცა. ერთ-ერთს, Coronavac-ს ჩინური კომპანია Sinovac ამზადებს, რომელმაც რამდენიმე განვითარებადი ქვეყნის მთავრობასთან წინასწარი მომარაგების შესახებ შეთანხმება უკვე გააფორმა, მათ შორის, ბრაზილიასთან, არაბეთთან, თურქეთთან, ინდონეზიასთან და ა.შ.
0