17:14:44     12-01-2021
როდის, რომელი წარმოების ვაქცინას მიიღებს საქართველო და ვინ აიცრება პირველ რიგში
კორონავირუსის პირველი ვაქცინა, რომელსაც საქართველო მიიღებს, შესაძლოა გერმანული ფარმაცევტული კომპანია ფაიზერის ვაქცინა იყოს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
გაბუნის თქმით,ფაიზერის ვაქცინას ასტრაზენეკას ვაქცინა მოჰყვება.
"ფაიზერის ვაქცინა შეიძლება გახდეს პირველი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, შემდეგ ამას ასტრაზენეკას“ვაქცინა მოჰყვება... გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენთვის ტექნოლოგიურად უფრო მარტივი ის ვაქცინა იქნება, რომელსაც ცივი ჯაჭვი 2-დან 8-გრადუსამდე სჭირდება და არ სჭირდება კომპლექსური ცივი ჯაჭვი - მინუს 70 გრადუსი, რაც არის ფაიზერი ტექნოლოგიურად უფრო მარტივი, რა თქმა უნდა, ასტრაზენეკა იქნება". - განაცხადა მინისტრის მოადგილემ პარლამენტში.
გაბუნიას ინფორმაციით, საქართველო ვაქცინის პირველი პარტიის მისაღებად მზად იანვრის ბოლოს იქნება. პირველ რიგში ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები აიცრებიან, შემდეგ სხვა რისკ ჯგუფები.
თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ კოვაქს პლატფორმას საქართველომ შეუკვეთა 1 მილიონ 400 ათასი დოზა ვაქცინა, რაც 700 ათასი ადამიანის ასაცრელად არის საკმარისი.
0